როგორ მუშაობს eSIM
ყველაფერი, რაც eSIM-ის შესახებ უნდა იცოდე — რა არის, რომელ ტელეფონებზე მუშაობს და როგორ დააინსტალირო.
eSIM (embedded SIM) ციფრული SIM ბარათია, ჩაშენებული თანამედროვე სმარტფონებში. ფიზიკური ბარათის ჩადების ნაცვლად, eSIM პროფილს QR კოდით ამატებ — წამებში, სახლიდან გაუსვლელად. ერთ ტელეფონში რამდენიმე eSIM პროფილის შენახვა შეგიძლია და მათ შორის გადართვა მარტივად.
დააინსტალირე 3 ნაბიჯად
იყიდე
აირჩიე ქვეყანა და პაკეტი, გადაიხადე ბარათით. QR კოდი მოგივა ელ-ფოსტაზე.
დაასკანერე
Settings → Add eSIM → დაასკანერე QR (Wi-Fi-ზე). iOS 17.4+-ზე ავტომატურია, ან ხელით კოდით.
ჩართე
ჩასვლისთანავე ჩართე eSIM-ის ხაზი და Data Roaming — ინტერნეტი ამუშავდება.
რომელი ტელეფონები უჭერს მხარს?
eSIM-ს უჭერს მხარს 2018 წლის შემდგომ გამოშვებული მოწყობილობების უმეტესობა: iPhone XS / XR და უფრო ახლები, Samsung Galaxy S20 და ზემოთ, Google Pixel 3 და უფრო ახლები და მრავალი სხვა. შესამოწმებლად აკრიფე *#06# — თუ EID ნომერი გამოჩნდა, შენი ტელეფონი eSIM-ს უჭერს მხარს. ასევე: Settings → Add eSIM.
გაითვალისწინე: ოპერატორისგან „დალოქილი" ტელეფონები (locked) eSIM-ს ვერ გამოიყენებენ სხვა ქსელში — ტელეფონი unlocked უნდა იყოს. საქართველოში ოფიციალურად ნაყიდი ტელეფონები, როგორც წესი, unlocked-ია.
თუ ჩასვლისას ინტერნეტი არ ჩაირთო
ჩასვლის შემდეგ ინტერნეტი ჩვეულებრივ ავტომატურად ირთვება. თუ ასე არ მოხდა, გაიარე ეს ჩამონათვალი:
- შეამოწმე, რომ eSIM-ის ხაზი ჩართულია (Settings → Cellular / SIMs);
- ჩართე Data Roaming eSIM-ის ხაზზე — სამოგზაურო eSIM-ისთვის ეს აუცილებელია და დამატებით არაფერს გადაიხდი;
- მონიშნე eSIM Mobile Data-ს ძირითად ხაზად, რომ ინტერნეტი სწორედ მისგან წამოვიდეს;
- გადატვირთე ტელეფონი ან ქსელის პარამეტრებში ოპერატორი ხელით აირჩიე.
თუ პრობლემა მაინც რჩება, მოგვწერე — ქართულად დაგეხმარებით.
ხშირად დასმული კითხვები
დიახ. eSIM ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ფიზიკური SIM — და ვერც დაიკარგება, ვერც ფიზიკურად მოიპარება. შენი ქართული ნომერი ცალკე პროფილზე რჩება.
დიახ. eSIM ცალკე ხაზია — ფიზიკური SIM (ქართული ნომერი) ტელეფონში რჩება, ზარებსა და SMS-ს ჩვეულებრივ იღებ, ინტერნეტს კი eSIM-იდან იყენებ (dual-SIM).
ვადის ათვლა იწყება მაშინ, როცა eSIM პირველად დაუკავშირდება ქსელს დანიშნულების ქვეყანაში — და არა ყიდვისთანავე. ამიტომ ინსტალაცია გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრეც უსაფრთხოა.
დიახ, უმეტეს პაკეტში hotspot/tethering მხარდაჭერილია — გაუზიარე ინტერნეტი ლეპტოპს ან სხვა მოწყობილობას.
eSIM-მხარდაჭერიან iPad-ებზე — დიახ. ლეპტოპისთვის ყველაზე მარტივი გზა ტელეფონიდან ინტერნეტის გაზიარებაა (hotspot).
თანამედროვე ტელეფონების უმეტესობა რამდენიმე eSIM პროფილს ინახავს, თუმცა ერთდროულად ჩვეულებრივ ორი ხაზია აქტიური. პროფილებს შორის გადართვას პარამეტრებიდან წამები სჭირდება.
Settings → Cellular → აირჩიე eSIM-ის ხაზი → Delete eSIM. ვადაგასული პროფილის დატოვება ტელეფონს ხელს არ უშლის — წაშლა მხოლოდ სისუფთავისთვისაა.